ჩვენ შესახებ

ჩვენ შესახებ

„გლობალ უნი გრუპი“ (GUG) წამყვანი საკონსულტაციო კომპანია თბილისში, საქართველოში. ჩვენი გამოცდილი გუნდი გთავაზობთ ყოვლისმომცველ მომსახურებას: ინვესტიციების მართვას, პროექტების მართვას, ვაჭრობის ხელშეწყობას, სახელმწიფო მართვის ორგანოებთან ურთიერთობას და სხვ.

აღწერა

GUG 2009 წელს იმ მისიით დაარსდა, რომ საერთაშორისო ბიზნესებს საქართველოს ბაზარზე შემოსვლაში, ხოლო ქართულ კომპანიებს საზღვარგარეთ გაფართოებაში დახმარებოდა. წლების განმავლობაში ჩვენ მტკიცე კავშირები დავამყარეთ აშშ-ში, ევროპაში, ისრაელსა და იორდანიაში. მომხმარებლებს ახალი ბაზრების მოძიებაში, ინვესტიციების განხორციელებასა და წარმატებულ ფუნქციონირებაში ვეხმარებით. დღესდღეობით, GUG ბიზნესებს განვითარებად ბაზარზე წარმატების მიღწევაში ეხმარება და მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ისეთ სექტორებში, როგორიცაა უძრავი ქონება, ტურიზმი და ინფორმაციული ტექნოლოგიები.

მიღწევები

+200M

+200M

+200M

50+

ახალი შესაძლებლობები

ჩვენ დავეხმარეთ 50-ზე მეტ უცხოურ კომპანიას საქართველოს ბაზარზე გაფართოებაში.

15+

წლების გამოცდილება

GUG-მ წარმატებით განახორციელა პროექტები უძრავი ქონების, ტურიზმის, საინფორმაციო ტექნოლოგიების, საჯარო ადმინისტრირების და სხვა სფეროებში.

ჩვენი გუნდი

ლაშა ჟვანია
დამფუძნებელი, აღმასრულებელი დირექტორი

ლაშა ჟვანია

გამოცდილი დიპლომატი და სახელმწიფო მოხელე, რომელსაც აქვს 30 წელზე მეტი სამუშაო გამოცდილება სამთავრობო უწყებებსა და საერთაშორისო ურთიერთობების სფეროში. საქართველოს პარლამენტის ყოფილი წევრი. ეკავა საგარეო და ფინანსთა მინისტრის მოადგილის, ეკონომიკური განვითარების მინისტრის პოზიციები. მსახურობდა საქართველოს ელჩად ისრაელში (2005–2008, 2019–2024 წლებში) და კვიპროსში (2005–2008 წლებში). 2009 წლიდან არის საკონსულტაციო კომპანიის „Global Uni Group“-ის დამფუძნებელი. 2010 წლიდან - სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდის გენერალური მენეჯერი. ფლობს ქართულ, ინგლისურ, ებრაულ და რუსულ ენებს.

დავით ალექსიძე
დირექტორი

დავით ალექსიძე

საგარეო საქმეთა სამინისტროსა და კერძო სექტორში ხელმძღვანელ პოზიციებზე მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილების მქონე პროფესიონალი, რომელიც გამოირჩევა ძლიერი ანალიტიკური უნარებით, ლიდერული თვისებებით და გლობალური პროცესების სიღრმისეული ცოდნით. იგი თავისუფლად ფლობს ქართულ, ინგლისურ და რუსულ ენებს. გამოირჩევა პროფესიონალიზმითა და დიპლომატიურ და კორპორატიულ გარემოში ეფექტურად მუშაობის უნარებით.

ლაშა ბაშარული
პროექტების მენეჯერი

ლაშა ბაშარული

ღონისძიებებისა და მასპინძლობის სფეროს პროფესიონალი, რომელსაც გააჩნია ფართო გამოცდილება ფესტივალებისა და კულტურული ღონისძიებების ორგანიზებაში, როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ. იგი გამოირჩევა რთული ლოჯისტიკური პროცესების კოორდინაციის უნარით. იგი არის შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის კურსდამთავრებული და მისი კარიერა აერთიანებს შემოქმედებით ხედვასა და ქმედით ლიდერობას. ლაშა ფლობს ქართულ, ინგლისურ და რუსულ ენებს. იგი ერთმანეთთან აკავშირებს კულტურისა და სხვა სფეროების წარმომადგენლებს და სარგებლობს სანდო პარტნიორის იმიჯით როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო წრეებში.

ანა ჟვანია
პროექტების მენეჯერი

ანა ჟვანია

მრავალპროფილური სპეციალისტი საერთაშორისო გამოცდილებით ჟურნალისტიკის, მარკეტინგის, პროექტებისა და ღონისძიებების მართვის, ბიზნესისა და პროდუქტის ოპერაციების, კორპორატიული ფინანსებისა და საჯარო სექტორის მიმართულებით. ფლობს ბაკალავრის ხარისხს საერთაშორისო მენეჯმენტსა და ეკონომიკაში ბოკონის უნივერსიტეტიდან და მაგისტრის ხარისხს საერთაშორისო მენეჯმენტში ესადეს უნივერსიტეტიდან. ამჟამად მუშაობს TravelPerk-ში პროექტების მენეჯერის პოზიციაზე, სადაც აერთიანებს სტრატეგიულ აზროვნებას, მრავალფუნქციურ შესრულებასა და გლობალურ ხედვას. თავისუფლად ფლობს ქართულ, ინგლისურ და ესპანურ ენებს.

მარიამ კალანდარიშვილი
პროექტების მენეჯერი

მარიამ კალანდარიშვილი

დინამიური და შედეგებზე ორიენტირებული პროფესიონალი, მრავალფეროვანი გამოცდილებით კერძო სექტორსა და საჯარო სამსახურში ფინანსური მენეჯმენტის, საოპერაციო ზედამხედველობისა და სტრატეგიული დაგეგმვის მიმართულებით. საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციასა და ისრაელში საქართველოს საელჩოში მუშაობის გამოცდილებით, მარიამი გამოირჩევა კრიტიკული და ანალიტიკური აზროვნებით, ადმინისტრაციული უნარებითა და კულტურათაშორისი კომუნიკაციის შესაძლებლობებით. მას აქვს ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრის ხარისხი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტიდან და ფლობს ქართულ, ინგლისურ და რუსულ ენებს.