უძრავი ქონება

დააბანდეთ თავდაჯერებულად

საქართველოს მზარდმა ეკონომიკამ და ინვესტორებზე მორგებულმა პოლიტიკამ უძრავი ქონება ერთ-ერთ ყველაზე მიმზიდველ სექტორად აქცია. GUG გეხმარებათ ამ დინამიკურ ბაზარში ფუნქციონირებისთვის გქონდეს სრულყოფილი ინფორმაცია, მიუხედავად იმისა გეგმავთ მიწის შეძენას, დეველოპერულ საქმიანობას თუ გაქირავებისა და მასპინძლობის სფეროში ოპერირებას.

პროცესის სრული მხარდაჭერა

GUG გთავაზობთ უძრავი ქონების მიმართულებით სრულ მომსახურებას - ქონების შერჩევიდან და იურიდიული შემოწმებიდან დაწყებული, ტრანზაქციის მართვით, დეტალური ანალიზითა და საინვესტიციო კონსულტაციით დასრულებული. ჩვენი გუნდი ინვესტორებს სწორ აქტივებთან აკავშირებს, კოორდინაციას უწევს დეველოპერებთან ურთიერთობას და უზრუნველყოფს შესაბამისობას ადგილობრივ რეგულაციებთან. ჩვენ ვმუშაობთ როგორც კომერციულ, ასევე საცხოვრებელ პროექტებზე, განსაკუთრებული აქცენტით გამჭვირვალობაზე, გრძელვადიან ღირებულებაზე და რისკების მინიმიზაციაზე. შეიძენთ, ქირაობთ თუ აშენებთ - GUG არის თქვენი სანდო პარტნიორი წარმატებისთვის. GUG-სთან ერთად უძრავი ქონება მხოლოდ შენობა არ არის - ეს არის გონივრული, სტრატეგიული აქტივი მომავალი სარგებლისთვის. რატომ უნდა აირჩიოთ GUG?

+70

დაცული ქონება

ჩვენ შერჩეული გვაქვს 70-ზე მეტი კომერციული და საცხოვრებელი უძრავი ქონება, ჩვენი მომხმარებლების საინვესტიციო პრიორიტეტების შესაბამისად.

+25

წარმატებული პროექტი

ჩვენ წარმატებით განვახორციელეთ 25-ზე მეტი უძრავი ქონების ტრანზაქცია, მიწის შეძენიდან დაწყებული იჯარის ხელშეკრულებებით დასრულებული.

+180K

საერთო მოცულობა

ჩვენი უძრავი ქონების პორტფელი მოიცავს 180,000 კვ.მ.-ზე მეტ ფართობს კომერციულ, საცხოვრებელ და შერეული ტიპის პროექტებში.

სხვა სერვისები

საინვესტიციო მენეჯმენტი

ჩვენ ვმართავთ კაპიტალს საქართველოს ყველაზე დინამიურ სექტორებში. ინვესტიციები იზრდება იქ, სადაც შესაძლებლობები შერწყმულია სიზუსტესთან.

პროექტების მენეჯმენტი

პროექტების მთლიან ციკლს ვახორციელებთ მოთხოვნებთან სრულ თანხვედრაში, სადაც ყოველ ეტაპს აქვს გაზომვადი, რეალური შედეგი.

საჯარო უწყებებთან ურთიერთობა

ჩვენ გეხმარებით რეგულაციებთან შესაბამისობის უზრუნველყოფაში და სახელმწიფოს მიერ მხარდაჭერილი პროექტებისკენ გზას ვამარტივებთ.

სავაჭრო ურთიერთობები

ჩვენი გუნდის მეშვეობით თქვენი პროდუქცია ბაზარს ინდივიდუალურად მორგებული სტრატეგიით, სწრაფად, მარტივად და სრული ნდობით მიეწოდება.

უძრავი ქონება

ჩვენ გთავაზობთ მხარდაჭერას პროცესის ყველა ეტაპზე, რათა შერჩეული ობიექტი გრძელვადიანი ზრდის ინსტრუმენტად გადაიქცეს.

ტურიზმი

საქართველოს ტურისტული პოტენციალის ამაღლება ბრენდინგის, საინტერესო მიმართულებების შერჩევის და ვიზიტორებისთვის შთაბეჭდილებების შექმნით.

ღონისძიებების დაგეგმვა

ჩვენ ვქმნით გამორჩეულ კორპორატიულ, კულტურულ და საზოგადოებრივ ღონისძიებებს, რომლებსაც სათქმელი ზუსტად მიაქვთ აუდიტორიასთან.

იურიდიული მომსახურება

იურიდიული პროცესების გამარტივება ბიზნესზე მორგებული მიდგომით და პრაქტიკული მხარდაჭერით კომპანიის ფუნქციონირების ნებისმიერ ეტაპზე.

საბუღალტრო მომსახურება

საბუღალტრო აღრიცხვის სისტემის, ანგარიშგებისა და დეკლარაციების მართვა სიზუსტით, სიცხადითა და შესაბამისობით.

ციფრული ტექნოლოგიები

ჩვენ გეხმარებით პლატფორმების გენერირებაში და ციფრული პროდუქტების ადგილობრივი ბაზრის მოთხოვნებთან შესაბამისობის უზრუნველყოფაში.

დაგვიკავშირდით

როგორ შეგვიძლია დახმარება?

თუ გსურთ ინვესტიციის განხორციელება, გაფართოება ან უბრალოდ ახალ შესაძლებლობებს ეძებთ, დაგვიკავშირდით და ჩვენი გუნდის გამოცდილი ექსპერტები მზად არიან დაგეხმაროთ.

ტელეფონი: +995 599406600

ელ.ფოსტა: info@gug.ge

მისამართი: ნ. ჩხეიძის ქ. №21, თბილისი, საქართველო

გამოგვიგზავნეთ შეტყობინება