
რელიგიური ტურიზმი
"პილიგრიმ ტურს" საქართველოში წამყვანი ტურისტული სააგენტოა სასულიერო და რელიგიური მიმართულებით. ჩვენი მისიაა წმინდა ადგილების მონახულება შევთავაზოთ მათ, ვისთვისაც რწმენა, ისტორია და შემეცნება მნიშვნელოვანია.
ჩვენ ვგეგმავთ მომლოცველობით ტურებს საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ და მომხმარებლებს ვთავაზობთ წმინდა ღირსშესანიშნაობების, ეკლესია-მონასტრები და სხვა სალოცავი ადგილების მონახულებას. თითოეული მარშრუტი საგულდაგულოდ არის შემუშავებული ამ მიმართულებით მომუშავე პარტნიორებთან ერთად და გამოირჩევა შემეცნებითი, რელიგიური და კულტურული დატვირთვით. ჩვენ გთავაზობთ მოგზაურობის სრულ პაკეტს, რომელიც მოიცავს ავიაბილეთების დაჯავშნას, განთავსებას, ლოჯისტიკურ მხარდაჭერას და სხვ.